სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ტილჭირი

სახეობა: Aconitum nasutum

სინონიმები: Aconitum variegatum var. nasutum

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი: წებელდა, კლიჩის ხეობა, ავადხარა; სვანეთი: გულის მყინვარი, უშგულის მყინვარი, ბეჩოს გადასავალი, მთა უტვირი, შხარას მყინვარი, ლატფარი, მესტია, ქედი მულახსა და შხარას შორის, რაჭა-ლეჩხუმი: რიონის სათავეები, ფასის მთა, ედენა, ბუბა, შაქრის-თავი, დოლომისის-წვერი, შოვი, შოდა-კედელა, ღურშევი, მამისონი, მთა ჭუთხარო. სამეგრელო: ლებარდე; გურია: ქვედა სომლია, მთა მუჩუტა. შიდა ქართლი: კოზანტოს და ერწოს ტბას შორის, ერმანი, ჩაპარუხის ხეობა. ქართლი: ბორჯომი, ბაკურიანი; მთიულეთი: გერგეთი; კახეთი: ფოხალის თავი, მთა გოხიანი; მესხეთი: აბასთუმანი, ციხისჯვარი; ჯავახეთი: მთა მადატაფა. საქართველოს ფარგლებს გარეთ: ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი და მცირე აზია.

ჰაბიტატი: იზრდება მთის, ტყის და სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულში.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
NE (არ არის შეფასებული)

შენიშვნა: კავკასიის ენდემური დეკორატიული სახეობაა. აწერილია 1803 წ. მარშალ ფონ ბიბერშტეინის მიერ ბეშტაუდან. საქართველოს ფლორაში ამ სახეობის ნათესაური ჯგუფიდან ნ. ბუში მიუთითებს ვარიაციას: A. nasutum var. gegas N. Busch, აგრეთვე კავკასიის ენდემურ სახეობას A. tuscheticum  N. Busch. Aconitum-ის გვარის 300-მდე სახეობა გავრცელებულია დედამიწის ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 7 სახეობა.

რიცხოვნობა: კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში ამ სახეობის რიცხვის შესახებ  არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image