სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

  • ფილტრი

      • ამფიბიები
        მცირეაზიური ვასაკა
        მცირეაზიური ბაყაყი
        სირიული მყვარი
        კავკასიური ჯვარულა
        მცირეაზიური ტრიტონი
        კავკასიური სალამანდრა
      • თევზები
        წითელტუჩა ჭერეხი
        შავი ზღვის ორაგული
        კოლხური ხრამული
        მურწა
        კოლხური წვერა
        პალიასტომის ქაშაყი
        სვია
        კოლხური ზუთხი
        ტარაღანა
        ფორეჯი
        ფორონჯი
      • მცენარეები
        ცირცელი
        ტირიფი
        კუზნეცოვის ტირიფი
        ჭოროხის მუხა
        სახოკიას ბერყენა
        მედგარი
        ამფორიკარპოსი
        ვორონოვია
        კავკასიური ძელქვა
        ეიხლერის ტიტა
        ერმანის ასკილი
        კოლაკოვსკის ფსეფელუსი
        აფხაზეთის ფსეფელუსი
        წყავმაზა
        ბუშის ცხრატყავა
        საოცარი მაჩიტა
        კოლხური თხილი
        ალპანას ყაზახა
        კემულარიელა
        მინდვრის ყვითელი ზამბახი
        მრგვალი წამალი
        კავკასიის კაბაჭრელა
        გაულთერიასმაგვარი ეპიგეა
        დეზურა
        კოლხური ყოჩივარდა
        პონტური პირთეთრა
        სოსნოვსკის სკიპალო
        მეგრული არყი
        ადოქსა
        ტილჭირი
      • მწერები
        ქართული მთის რუხი ფუტკარი
        იისფერი ქსილოკოპა
        სომხური ბაზი
        თიხნარის ბაზი
        მუხის დიდი ხარაბუზა
        ალპური ხარაბუზა
        კავკასიური ბზუალა
        ორბორცვიანი ჩხირა
        სამეგრელოს ტურფა
        ჭრელურა თამარა
        რომანოვის ცისფერა
        ჰევიტსონის შავტუხა
        კავკასიური ზერინთია
        ნორდმანის აპოლონი
        მღვიმის ამიერკავკასიური დათუნელა
        კვიპაროსის მსხვილტანა
        კომაროვის სფინქსი
        ქრისტოფის ბრამეა
        შამილის წმინდადმახვიარა
      • ნამარხები
        გოდერძის განამარხებული ფლორა
        დრიოპითეკის კბილები უდაბნოდან
        სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი
        დმანისის ჰომინინები
      • ფრინველები
        გარიელი
        მცირე კირკიტა
        მთის ჭივჭავი
        ზარნაშო
        სარსარაკი
        რუხი წერო
        ბექობის არწივი
        ქოჩორა ვარხვი
        ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალა
        ხოხობი
        დურაჯი
        კავკასიური შურთხი
        როჭო
        დიდი კოჭობა
        წითელმუცელა ბოლოცეცხლა
        ფასკუნჯი
      • ქვეწარმავლები
        ვალენტინის ხვლიკი
        ართვინის ხვლიკი
        მეხეური ხვლიკი
        აჭარული ხვლიკი
        დალის ხვლიკი
        გიურზა
        კავკასიური გველგესლა
        ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა
        ხვლიკიჭამია გველი
        ამიერკავკასიური მცურავი
        დასავლეთის მახრჩობელა
        ჯოჯო
        კოლხური ბოხმეჭა
        გრძელფეხა სცინკი
        ხმელთაშუაზღვური კუ
      • ძუძუმწოვრები
        ქურციკი
        მაჩვი
        ევროპული მაჩქათელა
        მეჰელის ცხვირნალა
        პრომეთეს მემინდვრია
        კავკასიური ციყვი
        ჭრელტყავა
        არჩვი
        აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი
        კეთილშობილი ირემი
        ნიამორი
        ფოცხვერი
        ლელიანის კატა
        ლეოპარდი
        ზოლებიანი აფთარი
        მურა დათვი
        წავი

BETA