სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი

მდებარეობა: სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

აღმოჩენის ისტორია: ქალაქ ქუთაისიდან (იმერეთი) ჩრდილო-დასავლეთით 7 კილომეტრში მდებარე სათაფლიის მთაზე 1933 წელს პედაგოგმა, ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა გადაშენებული ქვეწარმავლების – დინოზავრების სხვადასხვა წარმომადგენლის ნაკვალევს მიაკვლია.

შესწავლილობა: 1949 წელს ნაფეხურები შეისწავლა პალეონტოლოგმა ლეო გაბუნიამ. მის მიერ გამოკვლეულია 163 ნაფეხური, რომლებიც აღბეჭდილია ქვედა ცარცული (ურგონული ფაციესის) ასაკის კირქვების ორ შრეზე. ქვედა შრეზე აღბეჭდილია 150 ნაფეხური, ისინი დატოვებულია 30-მდე ინდივიდის მიერ. ამ ნაფეხურების საფუძველზე გაბუნიამ აღწერა ახალ გვარი Sathapliasaurus Gabunia, 1951, რომელშიც გამოყო სამი სახეობა – S. tschabukianii Gabunia, 1951; S. dsocenidzei Gabunia, 1951; S. kandelakii Gabunia, 1951. კირქვების ზედა შრეში შესწავლილი ნაფეხურები, კი იგუანადონტიდების ოჯახის (Iguanadontidae) ერთ-ერთ წარმომადგენელს კამპტოზავრს (Camptosaurus) უნდა ეკუთვნოდეს.

detail right image