სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

კემულარიელა

სახეობა: Kemulariella tuganiana

სინონიმები: Aster tuganianus

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი: პშეგიშხა, მთა არაბიკა, მთა ჩხო ბზიფის ხეობაში, ბზიფის ქედი, კოპშიხო, კოციხოს უღელტეხილი, გუდაუთის რაიონი, მთა აბაცხა და ჩიხმარას შორის, მთა ძიშრა ძინას უღელტეხილი.

ჰაბიტატი: იზრდება ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, კირქვიან კლდეთა ნაპრალებში.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

შენიშვნა: საქართველოს ენდემური და იშვიათი სახეობაა. კემულარიელა კავკასიის ენდემური, ოლიგოტიპური გვარია, წარმოდგენილია კავკასიის და საქართველოს ენდემური სახეობებით: (K. abchasica, K. colchica, K. tugana,  K. Rosea), ხოლო  K. caucasica -მდელოს ლითოფიტური სახეობა გავრცელებულია ლაზეთში. აღნიშნული სახეობები  გავრცელებულია კოლხეთის კალცეფილურ ეკოტოპებზე და თუშეთ-კახეთის მერგელოვან თიხნარზე. გვარს სახელწოდება კავკასიის და საქართველოს ფლორის ცნობილი მკვლევრის, ლ. კემულარია-ნათაძის პატივსაცემად მიენიჭა.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში ამ მცენარის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image