სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

გოდერძის განამარხებული ფლორა

მდებარეობა: ადიგენის და ხულოს მუნიციპალიტეტები (სამცხე, აჭარა), მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის – ძინძეს სათავეები. სიმაღლე ზღვის დონიდან 1600-2100მ. ამ ადგილს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ასაკი: ზედა მიოცენი-ქვედა პლიოცენი (7-4 მლნ. წელი)

აღწერა: მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის ფერფლის ტუფებში გვხვდება დიდი რაოდენობით მცენარეული ნაშთები გაქვავებული ხეების, ღეროებისა და ფოთლების ანაბეჭდების სახით. ეს არის სუბტროპიკული და ზომიერი ჰავის მცენარეების ნამარხი ფლორის უნიკალური ადგილსაპოვებელი. სუბტროპიკული მცენარეები ძირითადად ბუჩქებითაა წარმოდგენილი, ხოლო დაფნისებრნი – წვრილფოთლოვანი ქსეროფილური ბუჩქებით

detail right image