სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ეიხლერის ტიტა

სახეობა: Tulipa eichleri

სინონიმები: Tulipa undulatifolia

გავრცელებასაქართველო – ქიზიყი; ქვემო ქართლი; ქართლი: მცხეთა, საგურამოს მიდამოები. საქართველოს გარეთ: აზერბაიჯანი.

ჰაბიტატი: იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში მშრალ ქვიან ეკოტოპებზე, კლდოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, სტეპებში, იშვიათად ნათესებში.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
EN (საფრთხეში მყოფი)

შენიშვნა: კავკასიის ენდემური სახეობაა. გვარი – Tulipa-ს 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში (უმთავრესად შუა აზიაში). საქართველოში 2 სახეობა გვხვდება. ეიხლერის ტიტა იშვიათი, მრავალწლოვანი, ბოლქვიანი დეკორატიული მცენარეა. აღმოსავლეთ სამხრეთ კავკასიის ენდემური სახეობაა. მისი პოპულაციები დაცულია საგურამოს ნაკრძალში და ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე. დეკორატიულია, გვხვდება იშვიათად, ერთეულად ან მცირე ჯგუფებად. პოპულაციების შემცირების მიზეზია მისი ყვავილების მასობრივი შეგროვება,  ადგილსამყოფლის პირობების დარღვევა.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში ამ მცენარის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image